სსიპ ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის ისტორიის წრე "კლიო"
საგარეჯოს N 3 საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს
ისტორიის წრე. მეცადინეობები ჩატარდება
კვირაში ერთხელ 2017-2018
სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში . წრეში გაერთიანება ნებაყოფლობითია და მიიღებიან საბაზო
საფეხურის მოსწავლეები.
წრის ხელმძღვანელი - ნინო
ხოხობაშვილი
ისტორიის პედაგოგი
საგარეჯოს N 3 საჯარო სკოლა
საზოგადოებრივი მეცნიერებები
ისტორიის წრე
,,კლიო“
წრის ხელმძღვანელი - ნინო ხოხობაშვილი
ისტორიის პედაგოგი , პრაქტიკოსი მასწავლებელი
მიზნები:
Ø
დაეხმაროს
მოსწავლეებს საკუთარი ქვეყნის და მშობლიური რაიონის დანახვასა და შეცნობაში
Ø
გაუღვივოს
ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულისა და თანამედროვეობის მიმართ
Ø
გააცნობიეროს
რომ ქვეყნის ეთნოგრაფიული, რელიგიურ- კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა
Ø
ჩამოუყალიბოს
მზრუნველი დამკიდებულება ქვეყნის მიმართ
Ø
დაეხმაროს
საზოგადოებისა და სახელმწიფოს წევრად თავის აღქმაში
კონცეფცია
წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს
უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, კულტურის ძეგლები, საინტერესო გადმოცემები და ისტორიული პიროვნებები.
საშუალება მიეცემათ დაეუფლონ ისტორიის და ზოგადად
საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლასთან დაკავშირებულ პრინციპებს.
დაეხმარებათ წარსულისა და აწმყოს დღევანდელი ვითარებისა და მომავლის პერსპექტივების გააზრებაში,
პასუხისმგებლიან პიროვნებად აღზრდაში. ისტორიული ლიტერატურის დამუშავების
და ფაქტების მოძიება -დახარისხების გზით შეძლებენ მინი ნაშრომების შექმნას და
წრის წევრებისთვის წარდგენას, რაც დაეხმარება
მათ კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, შეისწავლიან ინფორმაციის სხადასხვა წყაროების გამოყენებას,
შეძლებენ ომისა და მშვიდობიანობის შედეგების
შეფასებას.
გასვლითი ღონისძიებები მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ექსკურსიები
და ლაშქრობები ჩამოუყალიბებს მათ მზრუნველ დამოკიდებულებას საკუთარი ქალაქის და
ზოგადად ქვეყნის მიმართ, გაუჩენს მოტივაციას საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადო პრობლემების გადაჭრაში.
გაუღვივებს სამშობლოს სიყვარულის გრძნობას .
ისტორიის წრის მოსწავლეთა სია
1.
მთვარაძე გიგი -
VIII კლასი
2.
ტიგინაშვილი ნანა
- VIII კლასი
3.
ტეტიაშვილი მარიამი
- VIII კლასი
4.
მათიაშვილი ცინარი -
VIII კლასი
5.
თედიაშვილი ანა -
VIII კლასი
6.
ღაღვიშვილი ანანო
- VIII კლასი
7.
გზირიშვილი ნინო
- VIII კლასი
8.
ტეტიაშვილი ნია -
VIII კლასი
9.
დარისპანაშვილი მარიამი - IX კლასი
10.
ქურხული ნინი - IX კლასი
11.
როსტიაშვილი ქეთევანი
- IX კლასი
12.
ქისტაური მარიამი
- IX კლასი
13.
დარბაისელი თამარი - IX კლასი
14.
კიკილაშვილი თამთა - IX კლასი
15.
ჩუნთიშვილი მარიამი
- IX კლასი
16.
ალექსაშვილი ნინო - IX კლასი
საწრეო მუშაობის პროგრამა
#
|
შეხვედრის დრო
|
სამუშაო პროგრამა
|
შენიშვნა
|
1
|
2.02.2018
|
საწრეო მუშაობის
მიზნების და თემატიკის გაცნობა
|
|
2
|
9.02.2018
|
ნინო
- გამქრისტიანებელი საქართველოსი
|
|
3
|
16.02.2018
|
ქრისტიანული დღესასწაულები.
წმინდა გიორგის ეკლესიაში მოლოცვა და გასვლითი
საუბრების ჩატარება
|
|
4
|
23.02.2018
|
პეტრე პავლე. პეტრე პავლეს ეკლესიის შემოგარენის დასუფთავება
|
|
5
|
2.03.208
|
საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა
|
|
6
|
16.03.2018
|
ვახტანგ გორგასალი
|
|
7
|
23.03.2018
|
დავით აღმაშენებელი
|
|
8
|
30.03.2018
|
კედლის გაზეთის
გაკეთება - ,,დავით აღმაშენებელი“
|
|
9
|
13.04.2018
|
ვკითხულობთ საქართველოს
ისტორიას - ,, წიგნი მოწამეთა“
|
|
10
|
20.04.2018
|
სარწმუნოებისთვის
თავდადებული წმინდანები შუშანიკი,
დავით და კონსტანტინე, ქეთევან წამებული...
|
|
13
|
27.04.2018
|
ვკითხულობთ საქართველოს
ისტორიას - ლევან სანიკიძის ,, დედა ისტორია“ ( თამარ მეფე)
|
|
14
|
4.05.2018
|
დიდი მოურავი
|
|
15
|
11.05.2018
|
ფილმის ნახვა
- ,, გიორგი სააკაძე“
|
|
16
|
18.05.2018
|
ეთნოგრაფილი მუზეუმის დათვალიერება
|
|
17
|
25.05.2018
|
მეფე ერეკლე ( პატარა კახი)
|
|
18
|
1.06.2018
|
ექსკურსია
|
|
19
|
8.06.2018
|
ექკურსიის შთაბეჭდილებების
გაზიარება. ფოტო სტენდის გაფორმება
|
|
20
|
11.06.2018
|
შემაჯამებელი
შეხვედრა
|
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში
2.02.2018 წელს გვქონდა ისტორიის წრის პირველი შეხვედრა, წრის წევრებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები, თემატიკა და წრის მეცადინეობების განრიგი. საუბარი გვქონდა მათ მოლოდინებზე საწრეო მუშაობის პერიოდში.
მოსწავლეებმა დაწერეს თავიანთი მოლოდინები ფერად წებოვან ფურცლებზე და მიამაგრეს
ფლიპჩარტზე ე.წ. ,,მოლოდინების ხე“-ზე.
წრის მუშაობის
დასრულების შემდეგ შევაჯამებთ როგორ განხორციელდა
მათი მოლოდინები.
ასევე ჩავატარეთ გამოკითხვა მშობლებთან, რისი მოლოდინი აქვთ ისტორიის წრის მუშაობის პერიოდში.
9.02.2018 წელს საგარეჯოს N 3 საჯარო სკოლაში
ჩატარდა ისტორიის წრის ,, კლიო“-ს მეორე
მეცადინეობა, მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე
- ნინო გამქრისტიანებელი საქართველოსი, ინტერნეტში მოიძიეს მასალები წმინდა ნინოს ცხოვრებაზე, მის მშობლებზე , ბევრი რამ გაიგეს წმინდა ნინოზე როგორც
მკურნალზე, მის განვლილ გზაზე და ხსენების დღეზე. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსი ,, მოდიოდა ნინო მთებით“.
16.02.2018 წელს საგარეჯოს N 3 საჯარო სკოლის
ისტორიის წრის ,, კლიო“-ს მესამე შეხვედრაზე
გვქონდა გასვლითი მეცადინეობა წმინდა გიორგის ეკლესიაში , ვისაუბრეთ ქრისტიანულ დღესასწაულებზე და კერძოდ
გიორგობაზე . მოვილოცეთ საგარეჯოს თვალწმინდა გიორგის ეკლესია და კმაყოფილები დავბრუნდით სახლებში .
23.02.2018-ს
ისტორიის წრის ,,კლიო“-ს წევრებთან ერთად ვესტუმრეთ
თბილისში სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმს, მოსწავლეებმა ყურადღებით დაათვალიერეს მუზეუმი,
დიდი ინტერესი გამოიწვია ოქროს საგანძურის ნახვამ, ასევე
შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება, გაიხსენეს ისტორიის გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა, კიდევ ბევრი რამ გაიგეს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, ისინი
შეძლებენ ომისა და მშვიდობიანობის შედეგების შეფასებას.
2.03.2018 წ.
ისტორიის წრის ,,კლიო“-ს შეხვედრაზე ვისაუბრეთ
მეფე ვახტანგ გორგასალის და მისი აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ V საუკუნეში.
მოსწავლეები გაეცნენ ქართლის მძიმე
პოლიტოკურ მდგომარეობას ი მ დროისთვის, გაიგეს მეფის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ჰქონდა ქვეყნის გაერთიანებისთვის. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს ინტერნეტში მოძიებული მასალის საშუალებით და იმსჯელეს მეფე ვახტანგის მიერ გატარებულ საეკლესიო
რეფორმაზე, მეფის კულტურულ საქმიანობაზე, ეკლესია- მონასტრების მშენებლობაზე, გაიხსენეს ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შეაფასეს მეფე ვახტანგ
გორგასალი როგორც დიდი მხედართმთავარი, ასევე მშენებელი და საქართველოს გამაერთიანებელი, დიდი მორწმუნე
და სწორუპოვარი მამულიშვილი.
ვფიქრობ
ამ შეხვედრით კიდევ უფრო მეტად ახლობელი და
სათაყვანო გავხადე ჩემი მოსწავლეებისთვის ვახტანგ
მეფის პიროვნება.
16.03.2018 წ.
ისტორიის წრის კიდევ ერთი საინტერესო დღე. ვისაუბრეთ
დავით აღმაშენებლის ცხოვრების შესახებ, მოსწავლეებმა იმსჯელეს პოლიტიკური მოღვაწის როლზე ქვეყნის ისტორიაში, ქრონოლოგიურ სკალაზე აღნიშნეს
მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღები. აღნიშნეს რომ სულ სხვა სახით დაინახეს მეფე. სურვილი გაუჩნდათ ზაფხულის არდადეგებზე წაიკითხონ
კონსტანტინე გამსახურდიას ,, დავით აღმაშენებელი“.
23.03.2018 წ
. მოსწავლეებმა წინა შეხვედრაზე მოძიებული მასალების საფუძველზე იმუშავეს
კედლის გაზეთზე - ,, დავით აღმაშენებელი“
, რომელიც მიუძღვნეს მეფეთა მეფე დავითს.
მათ ჯგუფებში
გაინაწილეს სამუშაოები და გააფორმეს კედლის
გაზეთი.
30.03.2018 წ. ვკითხულობთ საქართველოს ისტორიას, ,,წიგნი მოწამეთა“- დან მოსწავლეებმა ინტერესით წაიკითხეს წმინდა დიდ მოწამეების არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების მოწამებრივი
სიკვდილის შესახებ. ისინი გაეცნენ საინტერესო ეპიზოდებს მათი
ცხოვრებიდან, როგორ შეებრძოლნენ არგვეთის
მთავრები ქართველთათვის დაუნდობელ მტერს,
არაბთა ერთ-ერთ სარდალ მურვან ყრუს,
რომელმაც ქრისტეს რწმენის უარყოფა
მოსთხოვა, რაზედაც მტკიცე უარი მიიღო, ამისთვის
ძმები აწამეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ქვები დაჰკიდეს, ჯოხებით სცემეს, მათ კი საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს. ამის შემდეგ ისინი ცოცხლად ჩაყარეს „მდინარეს მას ფასონსა, რომელ არს ენითა ქართულითა რიონი“.
ქუთათურებმა ამოასვენეს წყლიდან გმირები და ქუთაის-გელათის გზის ახლოს, მდინარე წყალწითელასთან, ყოფილ ხარების ეკლესთან არსებულ აკლდამაში დაასვენეს.
მათ სახელზე ააგეს მოწამეთა ეკლესია.
ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
13.04.2018 წ. ისტორიის წრის ,,კლიო"-ს დღევანდელ შეკრებაზე გავაგრძელეთ საქართველოს ისტორიის საინტერესო ფურცლების კითხვა, ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადებულ წმინდანები - შუშანიკი და ქეთევან დედოფალი.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსი - ,,ქეთევან დედოფალი", ასევე კომპიუტერში მოიძიეს სხვა პოეტების ლექსებიც სარწმუნოებისათვის თავდადებულ სხვა წმინდანებზე და წაიკითხეს.
იმსჯელეს მათ ღვაწლზე, გააკეთეს დასკვნა, რა როლი ითამაშა ერის გადარჩენის საქმეში მათმა მოწამეობრივმა სიკვდილმა.
20.04.2018 წ. დღეს ვეწვიეთ თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმს და დავათვალიერეთ. წრის წევრებს მუზეუმში წასვლამდე ჩავუტარე მინი ლექცია,
რომ ეს არის კავკასიაში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მისი დაარსების იდეის ავტორი
და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიის სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.
ჩემმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები . განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კახეთის კუთხის
დათვალიერებამ, სადაც ნახეს კახეთიდან სოფელ გიორგიწმინდიდან გადმოტანილი სახლი 1974 წელს .
მოსწავლეებმა
გადაიღეს სურათები და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დავბრუნდით სახლებში.
27.04.2018 წ დღევანდელ შეხვედრაზე წავიკითხეთ საქართველოს ისტორიის საინტერესო ფურცლები მეფე თამარზე. მოსწავლეები გულდასმით გაეცნენ თამარის გამეფებას, მის მოღვაწეობას, წაიკითხეს უცნობი ლეგენდა თამარ მეფესა და შოთა რუსთაველზე, ასევე მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავი, იმსჯელეს და შეაფასეს თამარის ღვაწლი და დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
4.05.2018 წ
. თემა - ,,
დიდი მოურავი“ . მოსწავლეებმა წაიკითხეს და აზრი გამოთქვეს გიორგი სააკაძის ღვაწლზე. ყურადღება გაამახვილეს ბაზალეთის ტრაგედიაზე, თუ რა უბედურება მოუტანა ქვეყანას შუღლმა და დაპირისპირებამ. გავმართეთ დისკუსია თემაზე _ გიორგი სააკაძე ხალხის გმირი თუ ერის მოღალატე ? მოსწავლეებმა გამოთქვეს ურთიერთ საწინააღმდეგო მოსაზრებები,
მოიყვანეს დამამტკიცებელი არგუმენტები. დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
11.05.2018 წ. დღევანდელ
შეხვედრაზე ვნახეთ ფილმი ,, გიორგი
სააკაძე“. ფილმის დასრულების შემდეგ მოვაწყეთ
ფილმის გარჩევა, შთაბეჭდილებების გაზიარება.
25.05. 2018 წ. დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ მეფე ერეკლეს
ბიოგრაფიას, მის ბრძოლებს თავისუფლების
განმტკიცებისათვის, რეფორმებს, საქართველოს გაერთიანებისათვის მცდელობას, ინტერესით წაიკითხეს ერეკლე მეფის ცხოვრების ბოლო წლები, კრწანისის ბრძოლა, ავადმყოფობა , გარდაცვალება და დაკრძალვა. გაეცნენ მის ოჯახს, შვილებს. ერთმა მოსწავლემ ზეპირად წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი - ,, ასპინძას მიდის მეფე ერეკლე“ . მოსწავლეებმა იმსჯელეს ერეკლეს გადადგმულ ნაბიჯზე - გეორგიევსკის ტრაქტატზე. გამოთქვეს ურთიერთ საწინააღმდეგო მოსაზრებები.
1.06.2018 წ. დღევანდელ
შეხვედრაზე დავგეგმეთ ექსკურსიაზე წასვლა .
წინასწარ შერჩეული გვქონდა მარშრუტი : საგარეჯო - უჯარმის ციხე - მარტყოფი ( ყოვლადწმინდა
ეკლესია- ,,ღვთაება“ ) - ხაშმის სამების
ეკლესია - საგარეჯო.
შაბათ დილით
ადრე მშობლებთან ერთად გავეშურეთ
ჩვენი კუთხის ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად, გაკვეთილზე შესწავლილი საკითხების შემდეგ საკუთარი
თვალით დანახულმა ჩვენი ქვეყნის ისტორიულმა სიმდიდრემ მოსწავლეებს ჩამოუყალიბა მზრუნველი დამოკიდებულება
ქვეყნის და მშობლიური რაიონის მიმართ.
3 ივნისის შეხვედრაზე ისტორიის წრის მოსწავლეებმა ექსკურსიის შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს . ყველა კმაყოფილებას გამოთქვამდა . ექსკურსიაზე გადაღებული სურათებით კედლის გაზეთი გააფორმეს.
7. 06
2018 წ. შედგა ისწორიის
წრის ,,კლიოს“ შემაჯამებელი შეხვედრა. შევაჯამეთ ჩვენი საწრეო მუშაობა. გვქონდა წრის მეცადინეობების დასაწყისში ,,მოლოდინების
ხეზე“ მიმაგრებული
,,მოლოდინების“ განხილვა, მოსწავლეებმა
აღნიშნეს , რომ მათი მოლოდინები გამართლდა . სურვილი გამოთქვეს მომავალ წელს კვლავ იმუშაოს წრემ.
Comments
Post a Comment